კუკიაზე, ნორიოს აღმართის მოსახლეობა მერიის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის პარკისა და სტადიონების გაკეთებას ითხოვს. მათი თქმით, ეს ადგილი ამ დრომდე აუთვისებელია და ფაქტობრივად ნაგავსაყრელად გადაიქცა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ტერიტორია ბავშვებისა და მოხუცებისთვის საუკეთესო გასართობი და დასასვენებელი ადგილი იქნებოდა.
მოსახლეობას დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე შეხვდა.