ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს ლევან კაკავასა და პირველი პრეზიდენტის შვილს გიორგი გამსახურდიას "ქართული ოცნების" დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.
პარტიის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე იმ ადამიანების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ და, ოპოზიციის მტკიცებით, კონსპირაციულ შტაბში დავალებებს იღებენ, რომ საარჩევნოდ, ქართული მარშის კანდიდატთან გიორგი გაბედავასთან ერთად ოპონენტებს მიუვარდნენ.
წითლიძე ამბობს, რომ დავალებებს გიორგი გამსახურდია სწორედ ლევან კაკავას დავალებით გასცემს.
ბრალდებებს უპასუხა მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრილებელმა და "ქართული ოცნების" შტაბის წევრმა მალხაზ თორიამ. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიაში არც ლევან კაკავა და არც გიორგი გამსახურდია არ მონაწილეობენ, შტაბი კი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, მხარდამჭერთა შეკრების ადგილია.