"ევროპული საქართველოს" წევრები ერთი წლის წინ წყალტუბოს განვითარების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რომ მოხდებოდა კურორტის რეაბილიტაცია, გამოისყიდდნენ 22 სასტუმროს და 9 აბანოს, შეიქმნებოდა 10 000 სამუშაო ადგილი, რაც არ მოხდა.
მათი შეფასებით, ეს, "ქართული ოცნების" მორიგი ცრუ დაპირება იყო. "ევროპული საქართველოს" წევრებმა სანატორიუმ " მედეასთან" წყალტუბოს განვითარების თავიანთი გეგმა წარადგინეს.
"ერთი წელი გავიდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, სადაც აიღო ვალდებულება, რომ გამოისყიდდა 22 სასტუმროს და ცხრა აბანოს, დასაქმდებოდა 10 000 ადამიანი. ერთი წლის თავზე ვხედავთ, რომ არაფერი გაკეთებულა, თუ კი არსებობს სიმბოლო, რატომაა "ქართული ოცნება" ჩაფლავებული, ეს არის წყალტუბო, სადაც სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ არაფერი გაკეთებულა. ჩვენ, გვაქვს გეგმა როგორ განვითარდებოდა წყალტუბო ქუთაისთან ერთად და როგორ გახდებოდა წარმატებული"-განაცხადეს "ევროპული საქართველოს" წევრებმა.