08 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
ბელარუსში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია არ წყდება - ქუჩებში 50 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა

ბელარუსში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია არ წყდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში 50 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა. საპროტესტო აქციის დროს მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების მიერ ქვების სროლის საპასუხოდ გაფრთხილების ნიშნად რეზინის ტყვიები გაისროლა. მინსკში შეჩერდა რამდენიმე მეტროსადგურის მუშაობა და შეიზღუდა ინტერნეტის მიწოდება. დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. 

დღის ამბები