19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნებისთვის საჭირო ბიულეტენების ბეჭდვა დღეს სრულდება

თბილისის 7 სტამბაში 31 ოქტომბრისთვის საჭირო ბიულეტენების ბეჭდვა დღეს სრულდება. პროცესი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ცესკოს წევრებთან ერთად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ბიულეტენთა საერთო რაოდენობა 7 მილიონ 100 000-ზე მეტია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, დაიბეჭდა ბიულეტენები საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

ანა მიქელაძის თქმით, პარალელურად, უკვე დასრულდა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის პროცესიც. ცესკომ დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეახსენა თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, ისარგებლონ სპეციალურად ამოქმედებული ცხელი ხაზით და დროულად დაფიქსირდნენ.

დღის ამბები