24 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი ვინ არის, მისი სახელი, გვარი და მისი ტელეფონის ნომერი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თითოეულმა მათგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი/გვარი და ტელეფონის ნომერი. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თანდათან რესპირაციული ვირუსები ძალაში შედის და ნებისმიერი სიმპტომის აღმოჩენისთანავე მოქალაქე ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს.

"ეს სლოგანი გთხოვთ, რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანოთ: თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი ვინ არის, მისი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, რომ ეწყება თუ არა სიმპტომები და ეს აუცილებელი არ არის, იყოს კოვიდი, იმიტომ, რომ ახლა თანდათან რესპირაციული ვირუსები შედის ძალაში; თუ არის ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი და ა.შ. - აუცილებლად დარეკოს, პირველ რიგში, თავის ოჯახის ექიმთან. თუ არ იცის, მაშინ 112-ის საშუალებით იმოქმედოს უკვე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები