27 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
პაკისტანის ერთ-ერთს სკოლაში აფეთქებას მოსწავლეები ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც

პაკისტანის ერთ-ერთს სკოლაში აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ქალაქ პეშავარში მდებარე რელიგიურ სკოლაში მაშინ მოხდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მოზარდები. არიან დაჭრილებიც. მათი რაოდენობა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პეშავარი ავღანეთის საზღვარზე მდებარე ქალაქია, სადაც მომხდარი აფეთქებები ხშირ შემთხვევაში მოძრაობა "თალიბანს" უკავშირდება.

დღის ამბები