05 სექტემბერი 2026,   12:47
ვრცლად
მარნეულის მე-18 საარჩევნო უბნის ოქმის დაკარგვის საქმეზე სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს

მარნეულის მე-18 საარჩევნო უბნის ოქმის დაკარგვის საქმეზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. რა ეტაპზე კვლევა და გაუქმდება თუ არა საარჩევნო უბნის შედეგები, ამაზე, ჯერჯერობით, განმარტებები არ გაკეთებულა. 

მარნეულის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობდნენ.

მარნეულში ამომრჩევლის თითქმის 50%-მა პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ამ შემთხვევებიც, წინასწარი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი უპირატესობა "ქართულ ოცნებას" აქვს - ზაურ დარგალს ხმების 56% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს აზერ სულეიმანოვს კი თითქმის 33%.

დღის ამბები