თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საქართველოს დედაქალაქში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს თბილისში მეორე ტურები გაიმართება. პირველ ტურში კი, ხმები ასე გადანაწილდა:
გლდანი:
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია: 44,06 %
"ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან კობიაშვილი: 42,48%
საბურთალო:
"ქართული ოცნების" კანდიდატი დავით სერგეენკო: 43,52%
ალეკო ელისაშვილი: 19,23%;
სამგორი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი სოზარ სუბარი: 45,86%
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი 39,17%
ისანი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კახიშვილი: 48,09%
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე: 26,97%
დიდუბე-ჩუღურეთი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი გია ვოლსკი: 42,68%
"გირჩის" კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე: 21,08%
ნაძალადევი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი: 43,76%
"ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი: 25,01%.
მთაწმინდა-კრწანისი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი ბექა ოდიშარია: 44,77%
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი შალვა შავგულიძე: 29,42%
ვაკე:
"ქართული ოცნების" კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 42,24%"ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია: 35,54 %