დღეს COVID-19-მა საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში 1943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ბოლო 6 დღეში კი ქვეყანაში ვირუსის 12 300 დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში გარდაცვალების 20 ფაქტი დაფიქსირდა. 7 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის განცხადებით, აჭარაში გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 61-დან 82-წლამდეა.
"პაციენტების ასაკი არის 61-დან 82 წლამდე, ყველა მათგანს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, გამოხატული სუნთქვის უკმარისობით. პაციენტების მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტი შემოვიდა სხვა კლინიკიდან კრიტიკულ მდგომარეობაში,"- განაცხადა გია კიკაბიძემ.