04 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
ვენაში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ავსტრიის დედაქალაქში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

როგორც ავსტრიული მედია წერს, შესაბამისი განცხადება დაჯგუფებამ ტელეგრამ-არხის საშუალებით გაავრცელა.განცახდებაშია აღნიშნულია, რომ ვენაში თავდასხმა "ხალიფატის ჯარისკაცმა" განახორციელა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმის "ისლამურ სახელწმიფოსთან" კავშირს ამოწმებენ.

ინციდენტი ვენის ცენტრში 2 ნოემბრის დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. გარდაიცვალა ოთხი, ხოლო დაშავდა 22 ადამიანი.

პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 14 ადამიანი.

დღის ამბები