19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე 2 პირი დააკავეს

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე აკაკი ხუსკივაძე დააკავეს, აკაკი ხუსკივაძე ერთ-ერთი იყო იმ პირთაგან, რომლებიც გობეჯიშვილის ახლობელმა ზაალ ზაალიშვილმა დაასახელა.

ზაალიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, ამავე დროს თედოორე გობეჯიშვილის მეგობრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, თედორე გობეჯიშვილის სამსახურიდან ხმაურით წამოსვლის შემთხვევაში სანაცვლოდ ჯერ თანხას ჰპირდებოდნენ, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეში მოხვდებოდა.

აკაკი ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციასთან მისი ავტომობილის ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს. პოლიციაში იმყოფება მისი ადვოკატიც.

სავარაუდოდ დაკავებულია აკაკი კობალაძეც.

შსს-ს თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე 115-ე მუხლით აქვს აღძრული.

დღის ამბები