დღეიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება. ყველა ის პირი ვინც თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში, საღამოს 10-დან დილის 5 საათამდე ქუჩაში გავა კანონმდებლობით გათვალისწინებული 2000 ლარით დაჯარიმდება. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.
ამავე ქალაქებში დროებით ჩერდება სააღმზრდელო პროცესი კერძო და საჯარო ბაგა-ბაღებში. ასევე დღეიდან მგზავრთა რაოდენობა შემცირდება მუნიციპალურ ტრანსპორტში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მორიგი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.