28 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 50 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ​ ინფიცირების მაჩვენებელმა 50 მილიონს გადააჭარბა. ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაში ფიქსირდება.

საბერძნეთში, გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

მონაცემების მატების გამო დღეიდან დამატებითი შეზღუდვები წესდება პორტუგალიაში. ქვეყნის 121 მუნიციპალიტეტში ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში, სადაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

დღის ამბები