28 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
ერევანში აქციის მონაწილეები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ და პარლამენტის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

არეულობა ერევანში - ნიკოლ ფაშინიანის მიერ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, დემონსტრანტები ქუჩებში გავიდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მტკივნეული იყო და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

პუნქტიანი შეთანხმების თანახმად, დღეიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყდება, სომხეთი ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფებს გაიყვანს, 20 ნოემბრამდე კი აღდამის რეგიონი, ასევე სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს დაუბრუნდება. 

დღის ამბები