09 მაისი 2024,   00:20
ვრცლად
რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების შეყვანას დღეიდან იწყებს - რეგიონში განლაგდებიან თურქი სამშვიდობოებიც

ერევნისგან განსხვავებით, სადაც ნიკოლ ფაშინიანის მიერ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ განცხადებას არეულობა მოჰყვა, სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას დადებითად შეხვდნენ აზერბაიჯანში. ილჰამ ალიევის განცხადებით, ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია სრულდება.

პუნქტიანი შეთანხმების თანახმად, დღეიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყდება, სომხეთი ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფებს გაიყვანს, 20 ნოემბრამდე კი აღდამის რეგიონი, ასევე სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს დაუბრუნდება.

ამასთანავე, ყარაბაღში 2 000 რუსი მშვიდობისმყოფელი შევა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განმარტებით, რეგიონში განლაგდებიან თურქი სამშვიდობოებიც. 

დღის ამბები