19 მაისი 2024,   12:26
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს - ჯანმო 

ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები რეგუალციების გამკაცრებას განაგრძობენ. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები გამკაცრდება იტალიის კიდევ 5 რეგიონში, სადაც დაიხურება ბარები და რესტორნები, მუშაობას შეწყვეტს სავაჭრო ობიექტების ძირითადი ნაწილი, იკრძალება ქალაქებს შორის გადაადგილება.

პანდემიის მეორე ტალღის პიკს ელოდებიან საფრანგეთშიც. პარასკევიდან დღემდე კორონავირუსის 52 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლიდან ესპანეთში, რის გამოც ვირუსის პრევენციის მიზნით, ესპანეთში ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შეერთებულ შტატებშიც, სადაც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარტში, შესაძლოა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. 

დღის ამბები