ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
თბილისში გარდაიცვალა - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი.
სულ, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 566 შემთხვევა ფიქსირდება.