ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გიორგი შენგელიამ "ფეისბუქის" საკითარ გვერდზე დაწერა.მისი თქმით, მკურნალობის კურსს სახლში გადის.
"ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ"
, - წერს გეგა შენგელია.