"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის და გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვეს.
გლდანში ოპოზიციის ლიდერის სამუშაო სივრცე განადგურებულია. ცეცხლი ადგილზე გამთენიისას გაჩნდა.
ჩამსხვრეულია შენობის შუშები თვითმხილველები ყვებიან, რომ სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიტანეს.
ფართის მფლობელი ამბობს რომ ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა. მისი თქმით, მას მტრები არ ჰყავდა და მომხდარს პოლიტიკას უკავშირებს.
გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.