26 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს სანადირო იარაღიდან ესროლა

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მეზობელმა მეზობელს სანადირო იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანებები სახის არეში მიიღო, თუმცა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"კურიერის" ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა.

დღის ამბები