26 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
ბრედ პიტმა ლოს ანჯელესში დაბალ შემოსავლიან ოჯახებს პროდუქტები დაურიგა

მადლიერების დღესთან დაკავშირებით პოპულარულმა მსახიობმა ბრედ პიტმა ლოს ანჯელესში დაბალ შემოსავლიან ოჯახებს პროდუქტები დაურიგა. ბრიტანული მედიის მიერ გარცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბრედ პიტი თავად ატარებდა პროდუქტებით დატვირთულ მანქანას, შემდეგ თავად გადმოჰქონდა იქიდან ყუთები და სახლებში არიგებდა.

შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება . ამ დღეს ოჯახები და მეგობრები ერთად იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ.

დღის ამბები