10 სექტემბერი 2026,   21:53
ვრცლად
კახეთში მე-10 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

კახეთში მე-10 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 
საარჩევნო უბნები ყველა წესის დაცვით გაიხსნა. დაფიქსირდა პირველი ამომრჩეველიც. ამ ოლქში, მოქალაქეებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გიორგი ბოტკოველსა  და "ქართული ოცნების" კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. 

პანდემიის ფონზე, ყველა საარჩევნო უბნის ადმინისტრაციები მკაცრად იცავენ ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციებს. შენობაში შესვლამდე ამომრჩეველი გადის დეზობარიერს, უტარდება თერმოსკრნინგი, ხელებს კი სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ. 

დღის ამბები