აჭარაში 300 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მიმდინარეობს. როგორც უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ერთი საარჩევნო უბანი პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი, 20 უბანი კი კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირებისთვის.
"დღეს ჩვენ ძალიან მშვიდი არჩევანის დღე გვექნება, როგორც აჭარაში, ასევე მთელს ქვეყანაში. მე ხმა მივეცი ორ ძალიან ღირსეულ ბათუმელებს და ხმა მივეცი მთელი ქვეყნის წარმატებას," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
აჭარაში არჩევნების მეორე ტური ორ ოლქში - ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს.