19 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
სამეგრელოში მშენებლობის დროს დაშავებულ მუშას ქალა-ტვინის ტრავმა, შუბლის ძვლისა და კისრის მალების მოტეხილობა აღენიშნება

სამეგრელოში, მშენებლობის დროს დაშავებული მუშა ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის ტრავმასთან ერთად, შუბლის ძვლისა და კისრის მალების მოტეხილობა აღენიშნება.

ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოების დროს დაზარალდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშა შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა, როდესაც მესამე სართულიდან გადმოყრილი ნაშალი მასალა თავში მოხვდა. შემთხვევის დროს მას ჩაფხუტი ეხურა, მიუხედავად ამისა დაზიანებები საკმაოდ მძიმეა.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები