26 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
მოახლოებული დღესასწაულების გამო ქვეყნები კარანტინის რეჟიმს ახანგრძლივებენ - თავშეყრის ადგილები მკაცრად კონტროლდება

ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად სახელმწიფოები მკაცრი რეგულაციების შემოღებას განაგრძობენ. მკაცრად კონტროლდება საზოგადოების თავშეყრის ადგილები.

ბელგია, კვიპროსი, გერმანია - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მოახლოებული დღესასწაულების გამო კარანტინის რეჟიმს ახანგრძლივებენ.

ქვეყნები ვირუსის შესაჩერებლად "კოვიდ-19"- ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დიდ იმედებს ამყარებენ და პრეპარატის მისაღებად ემზადებიან.

ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა პანდემიაზე დადებითად იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ მსოფლიო მოსახლეობის 60-70% აიცრება.

დღის ამბები