19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
შს მინისტრის თქმით, 112-ს უახლოეს დღეებში 140-150 ოპერატორი დაემატება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 112-ში ზარების მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა, 7-6 წუთზე ავიდა. მინისტრი ამბობს, რომ სერვისს ახალი ოპერატორები დაემატება.

"ორი დღის წინ დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და ეს მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7-6-5 წუთზე. არის შემთხვევევები, როცა უნდათ ოჯახის ექიმთან დაკავშირება. გვინდა უფრო გავამარტივოთ თემა. გვინდა დავამატოთ ახალი ოპერატორები, გასამმაგებულია დღეს რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის და 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

112-ში გამართული შეხვედრაზე გომეალურთან ერთად ეკატერინე ტიკარაძეც იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, კლინიკები წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება იმისათვის, რომ ის არსებული ხარვეზები, შეფერხება, რომელიც  სასწრაფოს ექიმებს ექმნებათ, რომ პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია მოახდინონ, იქნება აღმოფხვრილი.

დღის ამბები