26 აპრილი 2024,   19:26
ვრცლად
საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანია "ექსადელი" შემოდის

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრას.

უწყების ცნობით, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა.

"აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანია "ექსადელი" შემოდის, რომელიც სილიკონ ველიზე დაარსებული კომპანიაა და მსოფლიოს 23 ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთში, ლიტვასა და ბელარუსში აქვს ოფისების და მთლიანობაში 1000 ადამიანს ასაქმებს. მანამდე პირველი ამერიკული აიტი კომპანია "ეპამ სისტემსი" შემოვიდა, რომელმაც საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პროცედურები პირველმა დაიწყო. IT კომპანია წლიური $9 მილიარდიანი შემოსავლით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და პირველია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაინტერესდა. იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. სინქრონი: ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ელენა კრუკოვსკაია, "ექსადელის" ოპერაციული დირექტორი," - ნათქვამია განცხადებაში. 


დღის ამბები