20 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო B ჯგუფში ითამაშებს

შვეიცარიის ქალაქ ციურიცხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.

საქართვლოს გუნდი B ჯგუფში ითამაშებს, სადაც ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის და კოსოვოს ნაკრებებს შეხვდება.

შესარჩევი ეტაპის მატჩები მომავალი წლის 24-25 მარტს დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ, მეორე ადგილოსნები კი ერთა ლიგის ფინალისტებთან ერთად პლეი-ოფში ითამაშებენ. 

დღის ამბები