26 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. გამოკითხვის შედეგად, რომელშიც ნაკრები გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და გულშემატკივრებმა მიიღეს მონაწილეობა, პოლონელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. რობერტ ლევანდოვსკის მთავარი ჯილდო მიუნხენში ფიფას პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

ციურიხში გამართულ დაჯილდოებაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში დაასახელეს. შოუს დაწყებამდე პუბლიკას ონლაინ რეჟიმში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მიმართა, რომელმაც 2020 წელს რთული და განსაკუთრებული უწოდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლ მედიკოსებს. ინფანტინომ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ორი ლეგენდის, დიეგო მარადონასა და პაოლო როსის გარდაცვალება.

დღის ამბები