26 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
დააკავეს 31 წლის მამაკაცი, რომლის მანქანის ჩხრეკისას 100 აბზე მეტი "ექსტაზი" აღმოაჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუსის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. 31 წლის მამაკაცი თბილისში აიყვანეს.  მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.
 
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 100 აბზე მეტი "ექსტაზი".
 
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დღის ამბები