გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სავაჭრო ობიექტი დაარღვევს დაწესებულ რეგულაციებს შრომის ინსპექცია მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
მინისტრის განმარტებით, ხელისუფლებას ესმის, რომ დაწესებული შეზღუდვებით ბაზრობებზე მომუშავე ადამიანები ზიანდებიან, თუმცა სწორედ ამიტომ შეიქმნა დახმარების პაკეტი, რომელიც ბაზრობაზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ითვალისწინებენ.
"იქ სადაც მეტად შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის დაცვა და რიგების კონტროლი და ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრა მოლებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე ვერ იქნება, რა თქმა უნდა, მყისიერი რეაგირება დავალებული აქვს შრომის ინსპექციას საკოორდინაციო საბჭოს და პრემიერის მიერ. ამიტომ აქ აღსრულების ვფიქრობთ, რომ მეტი სივრცე არსებობს ბაზრობებთან შედარებით.
ჩვენ გვესმის, რომ ბაზრობები ზიანდებიან და ზუსტად ესეც იყო პაკეტის ნაწილი, ანუ მეორე დახმარების პაკეტის ნაწილი, როდესაც ჩვენ ბაზრობაზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ იმიტომ, რომ გვესმის, რომ ამ ადამიანებს ვაზიანებთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ისევ ეპიდემიოლოგების რჩევით იქნა მიღებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.