24-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID- ის პროექტი Zrda საქართველოში მხარდაჭერით, სავაჭრო გალერეა "მერანში" მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები!
გამოფენა- გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება!