"რუსთავი 2" ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადება. 31 დეკემბრის ღამეს მაყურებელი ეთერში "მუსიკალურ ასწლეულს" იხილავს. მაყურებელს ჩვენს არხზე 1920 წლიდან 2020 წლამდე რჩეული ჰიტები განსხვავებული და საინტერესო ქორეოგრაფიით ელის.
ახალი წლის ღამეს "რუსთავი 2-ის" სახეები, თქვენი საყვარელი გადაცემების წამყვანები მომღერლებთან ერთად საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა წელს გაჰიტებულ ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ.
სამზადისი "რუსთავი 2-ის" პავილიონებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.