26 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
ჩარლზ დიკენსის სახლ-მუზეუმში სპექტაკლი "საშობაო ზღაპარი" დაიდგმება

ჩარლზ დიკენსის სახლ-მუზეუმში მისივე ნაწარმოების "საშობაო ზღაპრის" შინაარსზე სპექტაკლი დაიდგმება. სპეციალურად პერფორმანსისთვის ისტორიული სახლ-მუზეუმი ცნობილი მწერლის გემოვნებით მოირთო.

პანდემიის გამო დასწრება დისტანციის დაცვით მოხდება, ბილეთის ფასი კი 15 ფუნტი სტერლინგი იქნება. აღსანიშნავია რომ ორგანიზატორები სპექტაკლის ვიდეო ჩანაწერებსაც გააკეთებენ და დიკენსის მოყვარულებს მისი შეძენის საშუალებას მისცემენ.  

დღის ამბები