რუსეთის საელჩოს წინ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია“ და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
მათ საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებული საქართველოს 4 მოქალაქის გენადი ბესტაევის, ზაზა გახელაძის, ლაშა ხეთერელისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლება მოითხოვეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ იწყებენ კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაანონსდა აქციებიც.