19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ახალ შემთხვევებს და ეს კარგია - გია კიკაბიძე

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაცილებით აჭარბებს ახალი ინფიცირებულების რაოდენობას, რაც პოზიტიურ მოლოდინს ქმნის.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ეს ტენდენცია დღესასწაულების გამო ტესტირების შემცირებული რაოდენობით იყოს გამოწვეული. 

"გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ახალ შემთხვევებს და ეს კარგია. გარდა ამისა, კლინიკაში ავადმყოფების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ეს ძალიან კარგია. ვნახოთ, დღესასწაულების შემდეგ რა იქნება. შეიძლება ესეც იყოს გარკვეული ფაქტორი, ბევრი არ იტესტებოდეს, მაგრამ კლება მაინც გვაქვს.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი, ახალი შემთხვევა გვაქვს - 37. კლინიკიდან გაეწერა 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა გარდაცვალების ორი გარდაცვალება - 60 და 79 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ გუშინ. მათი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე, კრიტიკული, ისინი იმყოფებოდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში,"-განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები