07 მაისი 2024,   21:30
ვრცლად
ჯორჯიის შტატში დღეს აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

დღეს ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც განსაზღვრას, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი კონგრესის ზედა პალატაზე.

ამ დროისთვის, სენატში უმრავლესობა "რესპუბლიკურ" პარტიას აქვს. ჯორჯიის შტატში "რესპუბლიკურ" პარტიას სენატორები დევიდ პერდიუ და კელი ლეფლერი წარმოადგენენ.

მათ "დემოკრატი" კანდიდატები, ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი უპირისპირდებიან.

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯორჯიაში აქციები გამართეს.

როგორც ატლანტაში ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებს განუცხადა, ჯორჯიის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს კურსს არა მხოლოდ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ მთელი მომავალი თაობისთვის.

ტრამპმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ უთხრა რომ არჩვენები არ წაუგია და კენჭიყრის შედეგები გააყალბეს.

დღის ამბები