25 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
ცაგერსა და რაჭაში ხანძრის სამი კერაა, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება - სტიქიასთან ბრძოლაში ვერტმფრენიც ჩაერთო

სტიქიასთან ბრძოლაში ვერტმფრენიც ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რამდენიმე საათის წინ გაფრინდა რაჭის მიმართულებით.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად ის ონჭევი-წოლას კერის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობს. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში სულ სამი აქტიური კერაა.

"დილიდან ვიმყოფებოდით ცაგერისა და ონის რაიონში. დავათვალიერეთ ხანძრის ადგილები, მოხდა ვიზუალურად დათვალიერება ვერტმფრენიდან სახანძრო კერების და ამ წუთას მიმდინარეობს ვერტმფრენით ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, ჩართულია ცოცხალი ძალა და რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,"-აცხადებს პარლამენტის ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

დღის ამბები