30 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
"წადით სახლში" - დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართავს

რამდენიმე წუთის წინ ამერიკულმა ტელეკომპანიებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ტრამპი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს.

"მესმის თქვენი ტკივილი," - ამბობს ტრამპი და აქვე აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად "მოიპარეს". 

"ეს ყველამ იცის, მაგრამ თქვენ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს, უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი. 

ეს იყო თაღლითური არჩევნები, მაგრამ ჩვენ მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ," - განაცხადა ტრამპმა. 

დღის ამბები