სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 9 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 763 მსჯავრდებულს და covid-19-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.
"მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით, მოცემულ დაწესებულებში 14 დღის შუალედით სისტემატურად ჩატარდება მსჯავრდებულთა PCR ტესტირება, რათა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურ PCR ტესტირებას და ტესტების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.