23 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ლატალში კლდის ნაწილი ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

კლდის ჩამოშლის შედეგად ლატალში მიმავალი გზა ჩაიხერგა, სავარაუდოდ, ამის მიზეზი მესტიაში მოსული ნალექია. შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა.

როგორც “კურიერს” მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, ადგილზე მისულია სპეციალური ტექნიკა და გზა დაახლოებით ერთ საათში გაიხსნება.

უამინდობის გამო მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სოფლების მაცხოვრებლებს დენის მიწოდება აღუდგეთ.


ფოტოს ავტორი - ამო ქინქლაძე

დღის ამბები