03 სექტემბერი 2026,   17:51
ვრცლად
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ მსჯავრდებულს COVID-19 დაუდასტურდა

პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება. შემოწმდა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 900-მდე პირი, აქედან COVID-19 მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

ინფიცირებული მსჯავრდებული სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხი თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში იზოლაციაში იმყოფება.

დღის ამბები