24 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
შეზღუდვების სრულად მოხსნამ შესაძლოა კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღა გამოიწვიოს - ეპიდემიოლოგები რეგულაციების შემსუბუქების საფრთხეებზე

უნდა შემსუბუქდეს, თუ არა შეზღუდვები - ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში შეზღუდვების სრულად მოხსნამ კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღა გამოიწვიოს. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, თუმცა ისინი სრულად არ უნდა მოიხსნას. 

"შეზღუდვები იყოს, მაგრამ ისინი უნდა შემსუბუქდეს. ამ ეტაპისთვის, ერთადერთი საშუალება, რომელიც აფერხებს კოვიდის გავრცელებას, ეს არის არსებული შეზღუდვები, მეტი ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს. მდგომარეობა ბევრად უკეთესი გვაქვს, ვიდრე ეს იყო დეკემბერში, მარგამ, თუ რეგულაციები ბოლომდე მოიხსნება, მაშინ უკვე იქნება საშიშროება იმისა, რომ გაჩნდეს მესამე ტალღაც, იმიტომ რომ ჩვენთან უკვე დაფიქსირდა ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება პოტენციურად გვქონდეს მესამე ტალღა, თუ საზოგადოება გააგრძელებს ნიღბის ტარებას და გაგრძელდება ეს შეზღუდვები მინიმალურ დონეზე მაინც, შეიძლება ჩვენ არც არასდროს გვქონდეს მესამე ტალღა," - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ მდგომარეობა დეკემბრის და ნოემბრის თვეებთან შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა არ გამოირიცხება რომ 2 კვირის შემდეგ იყოს კიდევ უფრო მეტი მატება.

"ძალიან საყურადღებო, რომ პირველი თებერვლისთვის, როდესაც არის დაგეგმილი სხვადსხვა სახის შეზღუდვების მოხსნა, ჩვენ ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, დავიცვათ ყველა წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის არსებული სიტუაცია რომელიც დღეს გვაქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ დაბრუნდეს ე.წ. მესამე ტალღა," - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საზოგადოება უნდა გეგმავდეს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება ვირუსთან ერთად. 

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

დღის ამბები