სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. დატბორილია საძოვრები და პირუტყვის სადგომები. ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარემ გვიან ღამით საცხოვრებელი კოტეჯები და საძოვრები მთლიანად დატბორა, რის გამოც ჭალებში ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ მაშველების დახმარებით უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არ წვიმს და მდგომარეობა შედარებით მშვიდია. სტიქიამ იმერეთში პრობლემები სამტრედიის, წყალტუბოს, ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტებში შექმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.