04 მაისი 2024,   19:39
ვრცლად
მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ  აუცილებლად აიცრება და არანაირი პრიორიტეტით არ ისარგებლებს.

მინისტრის თქმით, მან ზუსტად იცის იმ ვაქცინის სანდოობის და ხარისხის შესახებ, რომელიც საქართველოში იქნება.

"რა თქმა უნდა, მე ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელ კატეგორიაშიც მე ვაქცინაციის საჭიროება მექნება. მე არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით.

ვთვლი, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არის ეს და გამომდინარე იქიდან, რომ  მე ზუსტად ვიცი, რა ხარისხისა და სანდოობის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში, აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები