ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პანდემიის სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა შეიქმნას 80-85%-იანი იმუნური ფენა.
"როდესაც საუბარია იმაზე, რომ 60% აიცრება, უნდა დაზუსტდეს, ეს 60% როდის აიცრება. მე ვფიქრობ, რომ ამ 60%-ის აცრა ამ წლის მანძილზე ვერ მოხერხდება, ალბათ ეს მოცვა იქნება სრულად მომავალი წლისათვის.
იმისათვის, რომ პანდემიის სიტუაცია გამოსწორდეს, დაახლოებით 80-85%იანი იმუნური ფენა უნდა შეიქმნას.
შეიძლება, ბევრი ფიქრობს, რომ აცრა არ არის საჭირო, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, უკეთესი იქნება, რომ მაღალ ციფრებზე ვიფიქროთ, რომ პანდემია შეჩერდეს და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას,"-აღნიშნა ზაზა წერეთელმა.