19 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
კორონავირუსის ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - ქვეყანა P.1 ტიპის უცნობ ვირუსთან გამკლავებაში დახმარებას შეერთებულ შტატებს სთხოვს   

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა. რთული ვითარებაა ბრაზილიაში, სადაც ამაზონის შტატში სამედიცინო დაწესებულებებში ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. ბრაზილია დახმარებას შეერთებულ შტატებს სთხოვს. კორონავირუსის ე.წ. ბრაზილიური ვარიანტის გამოჩენის შემდეგ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, მათ შორის, ბრაზილიასთან მოგზაურობა შეაჩერა დიდმა ბრიტანეთმა. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, არის თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტი იგივე  P.1-თი მეტად გადამდები ან საშიში. 

ვირუსის ახალი სახეცვლილი ფორმის შესახებ პირველად ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ, იაპონიის მთავრობამ გაავრცელა, როცა ტოკიოში ბრაზილიიდან 4 ინფიცირებული ადამიანი ჩავიდა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბრაზილიური კორონავირუსის ახალი ვარიანტი იგივე P.1-თი მეტად გადამდები ან საშიშია. 

შეერთებულ შტატებში კი, სადაც ვირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმა წარადგინა. "ამერიკის გადარჩენის გეგმა"- ასე უწოდა ბაიდენმა უხილავ მტერთან ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

შეერთებული შტატების მსგავსად, კვლავ რთული მდგომარეობაა შენარჩუნებული ევროპაშიც. კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა გერმანიაში. ქვეყანაში აცხადებენ, რომ პანდემიის გაკონტროლებას მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებენ. გერმანიაში დახურულია ყველა გასართობი და სპორტული ობიექტი. მუშაობას სრულფასოვნად მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები აგრძელებენ. რთული მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. 

დღის ამბები