02 მაისი 2024,   09:59
ვრცლად
ბათუმის ბულვარში სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს

ბათუმის ბულვარში  სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს - წაღებულია მცირე ოდენობით თანხა და სიგარეტი. მომხდარს ჰყავს თვითმხილველები. მათი ინფორმაციით, მამაკაცი ჯიხურის ფანჯრიდან გადავიდა და მიიმალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები