26 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
ბათუმში ღია სივრცეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სარესტორნო სფეროს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს - სარესტორნო სფეროში დასაქმებულები

აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ყველაზე ნაკლები შეზღუდვა რჩება ძალაში. ზღვისპირა ქალაქებში იხსნება რესტორნები და კაფეები. ისინი მუშაობას მხოლოდ ღია სივრცეებში გააგრძელებენ. მიზეზად, ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება დასახელდა. შეზღუდვა რჩება ქორწილებისა და სხვა დიდ წვეულებებზე ან სარიტუალო ღონისძიებებზე.

როგორც სარესტორნო სფეროში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, შეზღუდვების შემსუბუქება კარგია, თუმცა აღნიშნული ცვლილება სარესტორნო სფეროს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. მათი თქმით, მხოლოდ ღია სივრცეების ამუშავება არსებულ ვითარებას ვერ გამოასწორებს, რადგან ღია სივრცეები ყველა ობიექტს არ გააჩნია და მათ ისევ ზარალზე მუშაობა მოუწევთ.

"კვების ობიექტები, რომლებსაც ღია სივრცეები აქვს, ასეთი კვების ობიექტები ბათუმში 1-2 თუ გამოირჩევა. ზამთარია, სიცივე არის, აქედან გამომდინარე ბათუმისთვის წერტილოვანი კვების ობიექტების გახსნა ღია სივრცეების სახით - ეს არანაირ შეფარდებას იმისა, რომ რაღაც კვების ობიექტები გავხსენით, არ იძლევა," – განაცხადა ბესო შავიშვილმა.

ბათუმში 1 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ნაწილს მიაჩნია, რომ შეზღუდვები უნდა დარჩეს, რათა ეპიდვითარება არ გაუარესდეს, ნაწილი კი თვლის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია და გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

 

დღის ამბები